ფეხბურთი

13:40 | 24.07.2021 | ნანახია 690 - ჯერ

გორან პანდევმა კარიერის დასრულება გადაიფიქრა

ვეტერანმა ფეხბურთელმა გორან პანდევმა კარიერის დასრულება გადაიფიქრა. 37 წლის თავდამსხმელმა „ჯენოასთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა და ფეხბურთში კიდევ ერთი სეზონი დარჩება.

თავდაპირველად პანდევი კარიერის დასრულებას ევროპის ჩემპიონატის შემდეგ აპირებდა, თუმცა, გადაწყვეტილება შეცვალა.

შეგახსენებთ, პანდევის ლიდერობით ჩრდილოეთ მაკედონია ისტორიაში პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და თბილისში, საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების გოლი მან გაიტანა. გარდა ამისა, ევრო 2020-ზე მაკედონიელთა პირველი გოლიც პანდევის ანგარიშზეა.

გორან პანდევს კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში უთამაშია, მათ შორის „სპეციაში“, „ანკონაში“, „ლაციოში“, „ინტერში“, „ნაპოლიში“, „გალათასარაისა“ და „ჯენოაში“.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:44 | 25.07.2021
ქარვასლა (301)

გორან შეგვეშვი რა...სანაკრებო კარიერა მაინც დაამთავრე...ერთი არ აგცდეს რაც ქართველმა ერმა გაგინეთ

16:07 | 24.07.2021
lado (1613)

საქართველოს ცოდვით ვერ გაიხარებ.

0.141005