რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალერი კარპინი დაინიშნა, რომელმაც სტანისლავ ჩერჩესოვი შეცვალა.
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ კარპინს კონტრაქტი 2021 წლის 31 დეკემბრამდე გაუფორმა, მაგრამ მისი განახლება მხარეებს სურვილის შემთხვევაში ერთი წლით შეეძლებათ. სხვათა შორის, წლის ბოლომდე ის პარალელურად "როსტოვის" მწვრთნელიც იქნება, მერე კი მხარეებს არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
ვალერი კარპინს აქამდე მოსკოვის „სპარტაკი“, „მალიორკა“, არმავირის „ტორპედო“ და „როსტოვი“ გაუწვრთნია. რუსეთის ნაკრებში კარპინს თავის დროზე 72 მატჩში 17 გოლი აქვს გატანილი. ის სხვადასხვა დროს ცსკა-ში“, „ფაკელში“, „სპარტაკში“, „სოსიედადში“, „ვალენსიასა“ და „სელტაში“ თამაშობდა.