სხვა

11:20 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოკიო 2020: სანდრო ბაზაძემ რეიტინგის ლიდერს მოუგო და ნახევარფინალშია!

სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინაშლია! ხმლით ფარიკაობაში ქართველმა სპორტსმენმა დიდი სენსაცია მოახდინა და მეოთხედფინალში უპირობო ფავორიტი, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეიტინგის პირველი ნომერი სანგუკ ოჰი 15:13 დაამარცხა!

სანდრომ მეოთხედფინალური შეხვედრა კარგად დაიწყო, 4:1 დაწინაურდა, მაგრამ მერე ზედიზედ 4 ქულა მიიღო და 4:5 ჩამორჩა. თუმცა, შემდეგ ისევ უპირატესობას დაეუფლა და პირველი პერიოდი 8:6 მოიგო.

მეორე პერიოდშიც ბაზაძეს უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია, მთელი შეხვედრის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ჩამორჩა ანგარიშში (4:5 და 11:12), მაგრამ შემდეგ 13:12 დაწინაურდა, ამას მოჰყვა აზიელისგან გათანაბრება (13:13), თუმცა, ბოლოს სანდრომ ზედიზედ ორი ჩხვლეტა განახორციელა და 15:13 მოიგო. ამრიგად, ნახევარფინალში გავიდა და მედლისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

შეგახსენებთ, მანამდე სანდრომ ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი ეგვიპტელი მეტოქე დაამარცხა. ჯერ მოჰაბ სამერს 15:10 აჯობა, ხოლო მერვედფინალში ზიად ელსისის ძლევა შეძლო (15:12).

სანდრო ბაზაძე, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მერვე ნომერია, ნახევარფინალში უნგრელ არონ სილადის დაუპირისპირდება, რომელიც რეიტინგის მეოთხე ნომერი და ლონდონისა და რიოს ოლიმპიადის ჩემპიონია. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

0.240488