სხვა

10:21 | 24.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში სანდრო ბაზაძე ჩაერთო, რომელიც ხმლით ფარიკაობაში ჩაერთო და მეოთხედფინალში გასვლა მოახერხა.

სანდრო საწყის ეტაპზე ეგვიპტელ მოჰაბ სამერს დაუპირისპირდა და 15:10 დაამარცხა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გავიდა. ბაზაძე მერვედფინალში ისევ ეგვიპტელ მეტოქეს დაუპირისპირდა, ამჯერად ზიად ელსისის, რომელთანაც ბრძოლა დამაჯერებლად დაიწყო, 8:6, 10:7, 11:8, 12:9 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ სამი ქულა გაუშვა და ანგარიში გათანაბრდა - 12:12.

თითქოს სანდრო ფსიქოლოგიურად უნდა გამტყდარიყო, მაგრამ გადამწყვეტ და გარდამტეხ მომენტში მობილიზება მოახერხა, ზედიზედ სამი მომგებიანი ქულა მოიპოვა და მეტოქეს 15:12 აჯობა, რის შედეგადაც მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

ქართველი მოფარიკავე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერს, სამხრეთკორეელ ო სან უკს დაუპირისპირდება და შეხვედრა 10:55 საათზე დაიწყება.

0.120579