ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში სანდრო ბაზაძე ჩაერთო, რომელიც ხმლით ფარიკაობაში ჩაერთო და მერვედფინალში გასვლა მოახერხა.
სანდრო საწყის ეტაპზე ეგვიპტელ მოჰაბ სამერს დაუპირისპირდა და 15:10 დაამარცხა, რის შედეგადაც მომდევნო ეტაპზე გავიდა. ბაზაძე მერვედფინალში ისევ ეგვიპტელ მეტოქეს დაუპირისპირდება, ამჯერად ზიად ელსისის.
აღნიშნული შეხვედრა ცოტა ხანში, თბილისის დროით 10:00 საათზე უნდა დაიწყოს.