"ტორინოს" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი სუალიჰო მეიტე კარიერას ლისაბონის "ბენფიკაში გააგრძელებს. როგორც პორტუგალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფრანგმა ფეხბურთელმა "არწივებთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, იტალიელებმა კი ტრანსფერის სანაცვლოდ 7 მილიონი ევრო მიიღეს.
მეიტე "ტორინოში" 2018 წელს "მონაკოდან" გადავიდა, 2021 წელს კი სუალიჰო იჯარის წესით "მილანში" თამაშობდა. გასულ სეზონში ფრანგმა ნახევარმცველმა 37 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.