არგენტინელმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა.
სამხრეთამერიკელმა სპეციალისტმა გუნდი 2021 წლის იანვარში ჩაიბარა, თუმცა პსჟ-მ მისი ხელმძღვანელობით საფრანგეთის ჩემპიონიონობა ვერ მოიპოვა და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა პარიზულმა გრანდმა წარმატებულად. პსჟ-მ გასულ სეზონში საფრანგეთის თასი და სუპერთასი მოიგო.