ფეხბურთი

20:32 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლევერკუზენმა“ „ბრიუგეს“ ფეხბურთელში 23 მილიონი გადაიხადა

კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე „ბრიუგეს“ ყოფილი მცველი ოდილონ კოსუნუ კარიერას „ლევერკუზენში“ გააგრძელებს. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალუყრი ვებგვერდი იუწყება, აფრიკელი მოთამაშემ „ფარმაცევტებთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

Transfermarkt-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის სანაცვლოდ ბელგიელებმა 23 მილიონი ევრო მიიღეს. მცველის საბაზრო ღირებულება კი 13 მილიონი ევროა. ოდილონი „ბრიუგემ“ 2019 წელს „ჰამარბიდან“ დაიმატა. ბელგიურ გუნდში კოსუნუმ 55 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდში 20 ნწლის ფეხბურთელს ექვსი მატჩი დაუგროვდა.

0.125118