ფეხბურთი

21:16 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეჟენი კარიერას „ალავესში“ გააგრძელებს

ფრანგი ფეხბურთელი ფლორიან ლეჟენი ოფიციალურად „ალავესის“ წევრი გახდა. როგორც ესპანური კლუბის ვებგვერდი იუწყება, მცველმა „ალავესთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ევრო მიიღეს „კაჭკაჭებმა“ აღნიშნულ ტრანსფერში.

ლეჟენი გასულ სეზონში ამავე გუნდში იჯარის წესით თამაშობდა და ლა ლიგაში ჩატარებულ 34 შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. ფრანგმა კარიერა „სეტიში“ დაიწყო და მას შმედეგ თამაშობდა ისეთი გუნდებში როგორიცაა „ვილიარეალი“, „ჟირონა“ და „მანჩესტერ სიტი“. ფლორიანს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებში შვიდი მატჩი აქვს ჩატარებული.

0.116385