ძიუდო

18:08 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

პროტესტი ისრაელის წარმომადგენელთან შეხვედრაზე: ალჟირელმა ძიუდოისტმა ოლიმპიადაზე უარი თქვა

ალჟირელმა ძიუდოისტმა ფეთი ნურინემ ტოკიოს ოლიმპიადაზე უარი თქვა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ წილისყრის შედეგად მას ისრაელის წარმომადგენელ ტოჰარ ბუტბულთან უნდა ეასპარეზა.

ნურინე პირველ წრეში სუდანელ მოჰამედ აბდალრასოლს უნდა დაპირისპირებოდა, გამარჯვების შემთხვევაში კი ისრაელის წარმომადგენელთან საბრძოლველად გავიდოდა ტატამზე. თუმცა, მან ამის გამო ოლიმპიადაზე უარი თქვა:

„ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მოვხვედრილიყავი, მაგრამ პალესტინის საქმე ამ ყველაფერზე მეტია“, - აღნიშნა ალჟირელმა ძიუდოისტმა, რომელიც 73 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობს.

„წილისყრაში არ გაგვიმართლა. ისრაელის წარმომადგენელი მეტოქე გვერგო და ამიტომ მონაწილეობაზე უარი ვთქვით. სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ“, - თქვა ნურინეს მწვრთნელმა ამარ ბენ იაკლიფიმ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მსგავსი პროტესტი გამოითქვა. იმავე ნურინემ 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე განაცხადა უარი და მიზეზი ამ შემთხვევაშიც ბუტბულთან შეხვედრა იყო.

0.109326