ქართველი ძიუდოისტები ტოკიოს ოლიმპიადისთვის ემზადებიან. მათ დღეს ძიუდოს კუდოკანის დარბაზში ივარჯიშეს, რომელსაც ოლიმპიური თამაშების მონაწილე ძიუდოისტები საწვრთნელ პროცესში იყენებენ. ვარლამ ლიპარტელიანს ტატამზე 29 ივლისს ვიხილავთ, თუმცა პირველი ძიუდოისტი ვინც ტოკიოში იასპარეზებს - ლუხუმ ჩხვიმიანია.
ახლა XXXII-ე ოლიმპიადის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს, ქართველი სპორტსმენები კი ხვალიდან ეცდებიან მედლების მოპოვებას. ერთი დღოთ ადრე კი ვარლამ ლიპარტელიანმა კომენტარი გააკეთა და ყველა ქართველ სპორტსმენს წარმატებები უსურვა.
„კენჭისყრის შედეგები გარკვეულწილად ვიცოდით რეიტინგში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე და დიდად არც გაგკვირვებია. ეს ოლიმპიადაა და თუ წარმატებაზე ფიქრობ მაშინ მზად უნდა იყო ყველასთან საბრძოლველად. ნებისმიერი მეტოქე დასაფასებელია და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო თითოეულ მეტოქესთან დაპირისპირებისთვის. საერთოდ კი ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები გვყავს, რომელიც ძლიერი ძიუდოისტებით არის დაკომპლექტებული აბსოლუტურად ყველა წონაში და, რა თქმა უნდა, იმედიანად ვართ განწყობილები. ოლიმპიადაზე ყველას წარმატება მინდა ვუსურვო და არამარტო ძიუდოისტებს. ხვალ იწყებს ასპარეზობას სანდრო ბაზაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილი და ბევრი სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენელი. საქართველოს ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვებას ვუსურვებ“, - განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის თამაშებზე საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენით გამოვა.