ფეხბურთი

11:03 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "მესისთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს, გრიზმანი შეიძლება გავყიდოთ"

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესისთან კონტრაქტის განახლებაზე და ანტუან გრიზმანის შესაძლო გაყიდვაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მესისთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, გრიზმანის გასხვისება კი არ გამორიცხა.

„მე ვერ შევალ მოლაპარაკებების დეტალებში, რომელიც კარგად მიმდინარეობს. მხარეები სწორი მიმართულებით მუშაობენ, რომ ორმხრივად იყვნენ კმაყოფილნი. ჩვენ წესები უნდა დავიცვათ, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია ან ხელფასის შემცირებით, ან ლა ლიგისთვის მისაღები ფორმულით. ლეო ყოველთვის ამბობდა, რომ დარჩენა სურს.

გრიზმანი? ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მისით კმაყოფილები ვართ. გაცვლა არ იქნება, თუმცა, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ წინადადებები, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება, უნდა მივიღოთ ისეთი შეთავაზება, რომელიც დაგვარწმუნებს იმაში, რომ ასეთი მოთამაშე გავყიდოთ“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი ამ დროისთვის ოფიციალურად თავისუფალი აგენტია, ხოლო ანტუან გრიზმანი „ბარსელონამ“ 2019 წელს დაიმატა, მაგრამ მოლოდინი, რომელიც მის მიმართ იყო, ვერ გაამართლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110599