ავტოსპორტი

2:10 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ინდი 500-ის 4-გზის ჩემპიონი ჰელიუ კაშტრუნევიში ინდიქარს უბრუნდება

ჰელიუ კაშტრონევიშმა წელს ლეგენდარული რბოლა ინდი 500 მეოთხედ მოიგო. მაგრამ ისე, რომ ინდიქარის ჩემპიონატში არ მონაწილეობდა. უბრალოდ, ბრაზილიელი ვეტერანი ერთი რბოლისთვის დაბრუნდა. მომავალ წელს კი ის სრულ სეზონში, გუნდ „მეიერ შენკ რეისინგთან“ ერთად იასპარეზებს.

„ძალიან მიხარია, რომ მეიერ შენკ რეისინგთან ერთად, ინდიანაპოლისის 500 მილის მეხუთედ მოგების და ინდიქარის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსი მექნება. ინდიქარის სრულ სეზონში ასპარეზობა ძალიან მომენტრა. ასე რომ, მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას და მიმდინარე ჩემპიონატშიც, რამდენიმე რთულ რბოლაში მონაწილეობას“, - ამბობს კაშტრუნევიში.

ინდი 500-ის წლევანდელ რბოლაში გამარჯვების შემდეგ, 46 წლის კაშტრუნევიში გახდა სულ მეოთხე პილოტი, რომელმაც ეს ლეგენდარული რბოლა მეოთხედ მოიგო. უფრო ადრე ეს რიკ მირზმა, ელ ანსერ უფროსმა და ეი ჯეი ფოიტმა (სამივე ამერიკელია) შეძლეს.

ბრაზილიელმა პილოტმა ინდიქარში 20 სეზონი გაატარა, მათგან 18 სეზონში როჯერ პენსკეს მანქანებით ასპარეზობდა. მან სერია 2017 წლის სეზონის შემდეგ დატოვა და პენსკეს სპორტული ავტომობილების პროგრამას შეუერთდა. მას ინდიქარში 31 რბოლა აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით, მე-10 ყველაზე წარმატებული მრბოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114309