ჩოგბურთი

10:23 | 23.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე-კალაშნიკოვას წყვილი პოლონეთის ტურნირის ნახევარფინალშია

პოლონეთის ქალაქ გდინიაში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში ეკო გორგოძისა და ოქსანა კალაშნიკოვას წყვილი ითამაშებს.

ქართველმა ჩოგბურთელებმა მეოთხედფინალში ოლგა გოვორცოვასა და ალიაკსანდრა სასნოვიჩის დუეტს დამაჯერებლად, ორ სეტში აჯობეს.

პირველი სეტი დაძაბული იყო და ქართულმა დუეტმა 7:6 ტაიბრეიკზე მოიგო, ხოლო მეორე მეორე სეტში მათ პრობლემები აღარ შექმნიათ და 6:2 იმარჯვეს.

გორგოძე-კალაშნიკოვას დუეტი ნახევარფინალში კატერინა ბონდარენკოსა და კატარჟინა პიტერის წყვილს დაუპირისპირდებიან. აქვე გეტყვით, რომ ეკო გორგოძე იმავე ტურნირის ერთეულთა თანრიგის მეოთხედფინალშია გასული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11797