„დინამო თბილისი“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ უეფას კონფერენს ლიგაზე გადაერთო და ამ ტურნირზე ისტორიაში პირველი თამაში ჩაატარა. კახა ცხადაძის გუნდმა ჰაიფას „მაკაბის“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
„დინამომ“ მიმდინარე ევროთასებზე მესამედ ითამაშა, მესამედ წააგო და სამჯერვე ერთნაირი ანგარიშით - 1:2. ფაქტია, თბილისურ გუნდს დადებით შედეგამდე, თუნდაც, ფრემდე რაღაც აკლდება. ასე იყო „ნეფთჩისთან“ ორი თამაშში და ასე იყო ისრაელის ჩემპიონის წინააღმდეგაც.
„მაკაბი“ ძალიან სწრაფად დაწინაურდა. ომერ ატცილმა უკვე მერვე წუთზე მოახერხა ომარ მიგინეიშვილის კარი დალაშქრა. მიუხედავად იმისა, რომ შესვენებამდე ორივე გუნდს ჰქონდა მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები, ანგარიში აღარ შეცვლილა.
სამაგიეროდ, შეიცვალა 66-ე წუთზე, როდესაც „დინამოს“ დაცვის ცენტრი აშკარად ჩავარდა და დინ დავიდმა სხვაობა ორამდე გაზარდა. დაცვის ცუდი თამაშის გარდა, ცხადია, ჰაიფელთა შემტევსაც არ უნდა დავუკარგოთ გარჯა, რომელმაც ძალიან ტექნიკურად ითამაშა და ეფექტური გოლი გაიტანა.
ცხადაძის გუნდს უკან დასახევი გზა პრაქტიკულად მოეჭრა, რადგან ორბურთიანი სხვაობით ისრაელში ჩასვლა, თითქმის უშანსობას უდრიდა. საბოლოოდ, თბილისებმა მატჩის მიწურულს ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს. 89-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა გიორგი პაპავამ შეძლო სხვაობის შემცირება და თავის გუნდს მართალია არც ისე მაღალი, მაგრამ მაინც შანსი შეუნარჩუნა.
საპასუხო მატჩი ჰაიფაში 29 ივლისს შედგება. „დინამო თბილისს“ იქ მხოლოდ გამარჯვება მისცემს მომდევნო ეტაპზე გასვლის საშუალებას. შეგახსენებთ იმასაც, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მოქმედებს, რაც ბუნებრივია მნიშვნელოვანი ფაქტორია.
„დინამო თბილისი“ – „მაკაბი 1:2 (0:1)
თბილისი, „დინამო არენა“
„დინამო თბილისი“ (3-4-2-1): მიგინეიშვილი; ხვადაგიანი (კობოური 70), პაპავა, ბენიო; სპორსკლედე, ქარდავა (მექვაბიშვილი 46), რადინი (მორჩილაძე 78), ხარაბაძე; კუცია (ქავთარაძე 70), გაბედავა (ოსეი 46); მარუშიჩი
მწვრთნელი: კახა ცხადაძე
„მაკაბი“ (4-3-3): კოენი; მეირი, გერსონი, პლანიჩი (დაჰანი 84), მენაჩემი; აბუ ფანი, როდრიგესი, ჩერი (ლევი 71); ატცილი (დავიდი 64), დინიო (საჰარი 63), ჰაზიზა (აშკენაზი 84)
მწვრთნელი: ბარაკ ბახარი
გოლები: 0:1 ატცილი (8), 0:2 დავიდი (66), 1:2 პაპავა (89)
გაფრთხილება: კუცია (51), სპორსკლედე (79), ოსეი (90) - აბუ ფანი (12), პლანიჩი (33), როდრიგესი (62), მენაჩემი (80)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 11 (3) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: ლ. ფაჰნდრიხი (შვეიცარია)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არავინ იცის თებერვალ-მარტში რომელი გუნდი რა ფორმაში იქნება. რეალს სუსტი მეტოქე შეხვდება მერვედფინალში და წესით უნდა გავიდნენ. აი მეოთხედფინალში კი დღევანდელი თამაშის ხარისხით ფავორიტი ალბათ არავისთან იქნებიან. ბარსას ურთულესი მეტოქე შეხვდება ისევე როგორც ატლეტიკოს
stripslashes((strlen('https://twitter.com/Vivo_Azzurro/status/1336988364264910849/video/1')>0?'https://twitter.com/Vivo_Azzurro/status/1336988364264910849/video/1':'https://twitter.com/Vivo_Azzurro/status/1336988364264910849/video/1'))
ინტერის ნაირი ჩამოსხმა გუნდი თუ იყოს რომელიმე ტიპები ახერხებენ და ზედიედ მესამედ რჩებიან ჯგუფში თან როგორ პსვ, უმოტივაციო ბარსელონას და ეხლა შახტარს ვერ მოუგეს სახლში.ტიპები ჰავნად ტოტალიზატორს თამაშობენ რამდენი მილიონები წააგებინეს ხალხს მსოფლიოს მაშტაბით ბოლო სამ წელიწადში ეგ მარტო ბოლო ტურის თამაშებზე.
Azri??? Realic da bardelonac 1/8 finals ver gacdebian))))))))))) bardelona nagdad ver gacdeba veravis
ბარსაზე დაგეთანხმები ჩელსი-დორტმუნთან კიდე შეიძლება რაღაც შანსი ჰქონდეს. ბავარია, პსჟ ლივერპულთან უშანსოდ იქნება. სწრაფი შემტევები ვისაც ჰყავს ნებისიმერი ამოტენის ამ ბარსას. რალი შეიძლება გავიდეს 1/4 ფინალში გააჩნია ვის შეხვდება