მილანის „ინტერის“ ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს იტალიაში თამაშის შესაძლებლობა იქამდე არ ექნება, სანამ კარდიოვერტერული დეფიბრილატორი მისი სხეულიდან არ მოისხნება.
იტალიის კანონმდებლობით ამ მოწყობილობით მოედანზე გასვლა აკრძალულია:
„კრისტიან ერისკენს იტალიაში თამაშის უფლების მიღება არ შეუძლია. თუ ფეხბურთელს დეფიბრილატორს მიუხსნიან, ეს იმის დასტური იქნება, რომ მას შეუძლია მატჩებში დაბრუნება“, - თქვა სამედიცინო ჯგუფის წევრმა.
ჯერჯერობით კი, ისიც უცნობია, შეძლებს თუ არა დანიელი ფეხბურთელი საერთოდ კარიერის გაგრძელებას.
შეგახსენებთ, კრისტიან ერიკსენ ევრო 2020-ის პირველ ტურში ფინეთთან შეხვედრაში გული გაუჩერდა, მაგრამ ექიმებმა იყოჩაღეს და მისი გადარჩენა მოახერხეს. კრისტიანს გულზე დეფიბრილატორი დაუყენეს, რაც პულსის მუშაობას არეგულირებს.