ფეხბურთი

16:53 | 22.07.2021 | ნანახია 1089 - ჯერ

ტოკიო 2020: არგენტინის ნაკრებმა ავსტრალიასთან სენსაციური მარცხი განიცადა (+VIDEO)

მამაკაცთა ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთში პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა და სენსაციური მარცხი განიცადა არგენტინის ნაკრებმა. ფერნანდო ბატისტას გაწვრთნილმა გუნდმა ავსტრალიას წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 0:2 დამარცხდა.

ანგარიში მე-14 წუთზე ლაკლან უელსმა გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა. პირველი ნახევრის მე-3 დამატებით წუთზე კი ფრანჩისკო ორტეგა გააძევეს და არგენტინელები მოედანზე კაცნაკლული დარჩნენ.

გრიმ არნოლდის გუნდმა შეტევა მეორე ტაიმშიც გააგრძელა და მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობას სამხრეთ ამერიკული გუნდი ფლობდა, მე-80 წუთზე მარკო ილიომ ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახადა და ჯგუფში დაწინაურდა.

ავსტრალია C ჯგუფში 3 ქულით ლიდერია, მეორე-მესამე ადგილებს ესპანეთის და ეგვიპტის ნაკრებები იყოფენ, რომლებმაც დღეს 0:0 ითამაშეს, ხოლო არგენტინა 0 ქულით ბოლო პოზიციაზე მყოფება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:09 | 22.07.2021
dinamo222 (8587)

კორბენ შე ღორის გაგდებულო სად ხარ ათხოვე ამათ დედაშენი და შენი და ცოტა ისიამოვნონ და ხასიათზე მოვიდნრნ !

19:35 | 22.07.2021
dinamo222 (8587)

ეგრე უნდათ აწი კიდევ გამოიყვანონ მეხუთე და მეშვიდე შემადგენლობა @ ოლიმპიადაზე მოგება თუ არ უნდათ და ნაყარ-ნუყარა ფეხბურთელები მიყავთ რატომ მონაწილეობენ საერთოდ @

0.121339