ფეხბურთი

16:26 | 22.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდის "რეალის" ვარჯიშზე ისკო ცუდად გახდა და მოედანი დატოვა

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. 21 ივლისს გამართულ ვარჯიშზე კი „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელი“ ისკო ცუდად გახდა.

29 წლის მოთამაშე იძულებული გახდა ვარჯიში ნაადრევად შეეწყვიტა. როგორც ვარაუდობენ მასზე ცუდი ზეგავლენა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციამ იმოქმედა, რომელიც ისკოს 19 ივლისს ჩაუტარდა. ამ ეტაპზე სხხვა დეტალი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „რეალი“ 2021-2022 წლების სეზონის განახლებამდე რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი ჯერ „რეინჯერსს“ და „გლაზგოს“, 8 აგვისტოს კი „მილანს“ დაუპირისპირდება.

თეგებიისკორეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114137