ინგლისური ქალთა ჟურნალი “ვომენი“ ტრადიციულად მსოფლიოს და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების დასრულების შემდეგ ყოველთვის ასახელებს იმ ნაკრებს, რომლის ქომაგი ქალბატონები აქტიურობით გამოირჩეოდნენ და საამისოდ სათანადო პრიზსაც აწესებს ხოლმე. გამონაკლისი ცხადია არც ახლახანს დასრულებული ევროპის ჩემპიონატი იყო.
ჟურნალის გადაწყვეტილებით უკანასკნელ ჩემპიონატზე განსაკუთრებით თავი უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების ქომაგმა ქალებმა გამოიჩინეს, რომლებიც ბუდაპეშტის პირთამდე გადაჭედილ სტადიონზე გვარიანად ბევრნი ისხდნენ და რა გასაკვირია, რომ ცარიელი ანდა ნახევრად ცარიელი სტადიონების ფონზე უნგრელი ქომაგი ქალბატონები ჭეშმარიტ ვარსკვლავებად მოსჩანდნენ.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბრიტანული ქალთა ჟურნალის მიერ დაწესებული ზემოთაღნიშნული პრიზი პირველად მიიღეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნის წარმომადგენლებმა. აქამდე ჟურნალის რჩეულები მხოლოდ დასავლეთ ევროპელი აქტიური და ემანსიპირებული ქალები იყვნენ.