ფეხბურთი

11:52 | 22.07.2021 | ნანახია 0 - ჯერ

„ტოტენჰემმა“ სანტუს ხელმძღვანელობით პირველად გაიმარჯვა

„ტოტენჰემი“ ამხანაგურ მატჩში „კოლჩესტერ იუნაიტედს“ სტუმრად შეხვდა და 0:3 გაიმარჯვა. მე-11 წუთზე ანგარიში ჩრდილოლონდონელთა კორეელმა, სონმა გახსნა. 3 წუთში ბრაზილიელმა ლუკას მოურამ მეორე ბურთი გაიტანა. წერტილი კი, 38-ე წუთზე დელე ალიმ დასვა.

ეს გამარჯვება „ტოტენჰემისთვის“ პირველი გახლავთ ახალი მწვრთნელის, 47 წლის ნუნუ ეშპირიტუ სანტუს ხელმძღვანელობით. „ვულვზის“ ყოფილმა დამრიგებელმა, „დეზებთან“ ორწლიანი კონტრაქტი 30 ივნისს გააფორმა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:13 | 01.07.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

"სულიწმინდა" თუ გააჩემპიონებს მამლებს

00:47 | 01.07.2021
O.KANI (475)

ჰარი დროზე გაეცალე მაქაურობას თორე ცუდად დაამთავრებ საკლუბო კარიერას, ისე რას დაამშვენებდა კეინი ბაიერნს, მაგრამ არ უყვართ ინგლისელებს რეკორდმაისტერი, ისიც მიკვირდა ჰარგრეივსი როგორ გაჩერდა იმდენხანს.

14:11 | 01.07.2021
KoRBeN DaLLaS (24838)

ის მაინც კანადაში გაზრდილი ინგლისელია ))

0.083477