„პარმას“ მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი მატჩი გამართა. 43 წლის კარის დარაჯმა „ბოხუმთან“ ამხანაგურ შეხვედრაში (0:1), პირველ ტაიმში ითამაშა და გოლი არ გაუშვია.
მერე ტვიტერში დაწერა: „პირველად, 7339 დღის შემდეგ.“
ბუფონი „პარმაში“ 1995-2001 წლებში თამაშობდა. შემდეგ 17 წლის განმავლობაში (2001-2018) „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა, რომლის განმავლობაში 10-ჯერ გახდა სერია A-ს ჩემპიონი. 2018-19 წლების სეზონი მან „პარი სენ-ჟერმენში“ გაატარა და კვლავ ერთი წლით დაბრუნდა ტურინულ კლუბში. 2021 წლის ზაფხულიდან კი ისევ „პარმას“ მაისურა მოირგო.
2006 წელს ბუფონი იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация