ფეხბურთი

16:16 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი ოდესის "ჩერნომორეცში" გადავიდა

გიორგი წიტაიშვილი კარიერას ოდესის „ჩერნომორეცში“ გააგრძელებს. ეს აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ კიევის „დინამომ“ ცნობა ამჯერად ოფიციალურად დაადასტურა.

კიეველებმა „ჩერნომორეცში“ 12 ფეხბურთელი გაანათხოვრეს და მათ შორისაა წიტაიშვილიც, რომელიც ოდესურ გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე იჯარით დარჩება.

გიორგიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი ასევე იჯარით „ვორსკლაში“ გაატარა, სადაც 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა, მაგრამ შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო და გუნდს მარტში გამოაკლდა. ზაფხულში ის „დინამოში“ დაბრუნდა, ტესტ-მატჩებშიც ითამაშა, გოლებიც გაიტანა, მაგრამ კლუბმა ის მაინც გაანათხოვრა.

შეგახსენებთ, გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის უფლება აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121042