კალათბურთი

15:45 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია ანტეტოკუნმპოზე: "10 წლის წინ ათენში ნივთებს ყიდდა, შეუძლებელი არაფერია!"

ქართული კალათბურთის ლეგენდა ზაზა ფაჩულია"მილუოკი ბაქსის" და უფრო კონკრეტულად იანის ანტეტოკუნმპოს ჩემპიონობას გამოეხმაურა. ზაზამ სოციალურ ქსელში ბერძენი კალათბურთელის წარსული გაიხსენა და დაწერა, რომ ცხორებაში ყველაფერი შესაძლებელია.

"24 წლის - MVP

25 წლის - MVP/Defensive player of the year

26 წლის - NBA Champ/Finals MVP

ეს ახალგაზრდა 10 წლის წინ, ათენის ქუჩებში ნივთების გაყიდვით ირჩენდა თავს. დღეს კი ის NBA-ს ჩემპიონია. ცხოვრებაში ყველაფერი შესაძლებელია", - დაწერა ზაზამ სოციალურ ქსელში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია და იანის ანტეტოკუნმპო "მილუოკი ბაქსიში" 2013-2015 წლებში თანაგუნდელები იყვნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114059