ფეხბურთი

15:12 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბოკას" ფეხბურთელები "ატლეტიკო მინეიროს" მოთამაშეებს, მსაჯებსა და პოლიციას დაუპირისპირდნენ (+VIDEO)

„ბოკა ხუნიორსი“ ლიბერტადორესის თასს მერვედფინალურ ეტაპზე „ატლეტიკო მინეიროსთან“ მარცხით გამოეთიშა, მატჩს შემდეგ კი სტადიონის გვირაბსა და გასახდელში სრული ქაოსი სუფევდა.

საქმე ისაა, რომ ორივე თამაში 0:0 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ბრაზილიელებმა 3:1 იმარჯვეს. „ბოკას“ ორივე თამაშში საეჭვო გოლები არ ჩაუთვალეს, რამაც არგენტინელი ფეხბურთელების გაცხარება გამოიწვია.

მატჩის შემდეგ მათ მეტოქე გუნდის გასახდელზე მიიტანეს იერიში და იქ შეჭრა სცადეს, სადაც თავს მსაჯებიც აფარებდნენ. დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა.

„ბოკას“ ფეხბურთელები არა მარტო, ბრაზილიელ მოთამაშეებსა და მსაჯებს, არამედ ბრაზილიელ პოლიციელებსაც დაუპირისპირდნენ, რის გამოც სამართალდამცავებს წიწაკის სპრეის გამოყენებაც მოუწიათ.

არგენტინული მედიის თანახმად 8 არგენტინელი ფეხბურთელია იდენტიფიცირებული ვანდალიზმისა და ფიზიკური დაზიანებების მიყენების გამო. მათ შორის, არიან კარლოს ზამბრანო, მარკოს როხო, ხავიერ გარსია, სებასტიან ვილა, კარლოს ისკიერდოსი, მეკარეების მწვრთნელი ფერნანდო გაიოსო, მწვრთნელის ასისტენტი ლეანდრო სომოსა და მენეჯერი რაულ კასკინი.

0.115071