ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ლიონელ მესის საჩუქარი გაუგზავნა - მოოქროვილი ჭადრაკი.
მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ გაფრინდაშვილს მესიმ თავისი მაისური გამოუგზავნა, რის შედეგადაც ლეგენდარულმა მოჭადრაკემ მას საპასუხო საჩუქარი გაუგზავნა.
გაფრინდაშვილმა ლიონელს კოპა ამერიკის მოგება მიულოცა და მოოქროვილი ფიგურების შექმნაში მას „ზარაფხანა“ დაეხმარა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სიმბოლური საჩუქარია. ნონა ხომ გიჟდება ფეხბურთზე და ისეთ მოთამაშეზე მითუმეტეს გადაირეოდა, ვინც ფეხბურთს ჭადრაკივით ყომარობს )))