ლუიშ ფიგუმ ფლორენტინო პერესის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მან ბოდიში მოუხადა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, რომელშიც პერესი პორტუგალიელს შეურაცხყოფას აყენებს.
თუმცა, ფიგუმ განაცხადა, რომ ეს თემა დახურულია და პერესთან ყველაფერზე ილაპარაკა:
„პირად საუბრებში შეიძლება შეხვდეთ სიტყვებს, რომლებიც დასაშვებ ზღვარს სცდება. მე მქონდა შესაძლებლობა მელაპარაკა პერესთან და მან ბოდიში მომიხადა. შესაბამისად, ეს საკითხი დახურულია“, - თქვა ფიგუმ ესპანურ მედიასთან.
შეგახსენებთ, ფლორენტინო პერესმა ფიგუს გარდა, აუდიოჩანაწერებში იკერ კასილიასი, რაული, ვისენტე დელ ბოსკე, ხოსე მარია გუტი და „რეალის“ სხვა ყოფილი ფეხბურთელები გალანძღა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
"დინამო 222"-ვით ყიამყრალი ყოფილა ბაბუ, მაგრამ ბოდიშის მოხდა სცოდნია.

ეს დედა***ული კი არც ბოდიშს იხდის