სხვა

2:57 | 21.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუა და უსიკი ტოტენჰემის სტადიონზე სექტემბერში იბრძოლებენ

ბრიტანელი მძიმეწონოსანი მოკრივე ენტონი ჯოშუა, თავისი WBO-ის საჩემპიონო სარტყელის დასაცავად, სავალდებულო პრეტენდენტს, უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკს ლონდონის ტოტენჰემის სტადიონზე, 25 სექტემბერს შეხვდება.

უსიკი სავალდებულო პრეტენდენტი WBO-ის (კრივის მსოფლიო ორგანიზაცია) რეიტინგშია. ბრძოლაც სწორედ WBO-ის ტიტულისთვის შედგება. ჯოშუას უკვე დანიშნული ჰქონდა შეხვედრა WBC-ს (კრივის მსოფლიო საბჭო) ჩემპიონთან, ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან, მაგრამ სასამართლომ ამერიკელ დეონტეი უაილდერთან რემატჩის გამართვა დაავალა. ამის გამო, ბრიტანელი ჩემპიონების შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

31 წლის ჯოშუა ასევე IBF-ის (კრივის საერტაშორისო ფედერაცია) და WBA-ის (მსოფლიო კრივის ასოციაცია) საჩემპიონო სარტყლებსაც ფლობს და ფიურისთან შეხვედრაში, რომელიც საუდის არაბეთში იყო დაგეგმილი, თავისი ყველა სარტყელი უნდა გამოეტანა. ეს ბრძოლა ტიტულების გამაერთიანებელი უნდა ყოფილიყო.

ფიურის და უაილდერის მესამე ბრძოლა, ბრიტანელის კორონავირუსით ინფიცირების გამო გადაიდო. ის ლას ვეგასში, 9 ოქტომბერს გაიმართება.

0.353365