ფეხბურთი

23:33 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" ენდროს თაუსენდი დაიმატა

ლივერპულის „ევერტონმა“ ინგლისელი ფეხბურთელი ენდროს თაუსენდი დაიმატა. მან მერსისაიდელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თაუსენდი 2016 წლიდან „კრისტალ პალასში“ თამაშობდა და 30 ივნისს კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა. შედეგად, „ევერტონს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გასულ სეზონში 30 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა პრემიერლიგაში ჩატარებულ 34 თამაშში 1 გოლი და 5 საგოლე პასი მიითვალა.

0.112116