ფეხბურთი

18:25 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ივან გაზიდისს ყელის კიბო დაუდგინეს

იტალიური „მილანის“ გენერალურ დირექტორ ივან გაზიდისს ყელის კიბო აქვს. ინფორმაცია „როსონერის“ ვებგვერდმა გაავრცელა.

„მილანი“ აცნობებს გულშემატკივრებსა და დაინტერესებულ პირებს, რომ ჩვენს გენერალურ დირექტორ ივან გაზიდისს ყელის კიბოს დაუდგინეს. ექიმების პროგნოზით ის სრულად გამოჯანმრთელდება. კლუბი უსურვებს ივანს მალე გამოჯანმრთელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„რა თქმა უნდა, არასდროს არის კარგი კიბოს დიაგნოზი, მაგრამ საბედნიეროდ განკურნებადი ფორმით. დარწმუნებული ვარ, რომ პირველი სამედიცინო კონსულტაციის საფუძველზე სიმსივნეს დავამარცხებ. ვგრძნობ, კლუბისა და ჩემი კოლეგების მხარდაჭერას. ჩემი სიტუაცია აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია რეგულარუად სამედიცინო შემოწმება, თუნდაც არაფერი გაწუხებდეთ“, - თქვა გაზიდისმა.

შეგახსენებთ, რომ ივან გაზიდისი „მილანში“ 2018 წლიდან მუშაობს, მანამდე ის „არსენალში“ იყო დასაქმებული.

0.112211