ფეხბურთი

17:04 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" გრიზმანის დიბალაში გაცვლა სურს, "იუვენტუსმა" უარი განაცხადა

კატალონიის „ბარსელონას“ პაულო დიბალასა და ანტუან გრიზმანის გაცვლა სურს. ფრანგული L'Equipe-ს ინფორმაციით, ესპანელები ფრანგი ფეხბურთელის გაშვებაზე მუშაობენ და იტალიელებს არგენტინელის სანაცვლოდ შესთავაზებენ.

ოფიციალური წინადადება შესაძლოა მომდევნო დღეებში გაკეთდეს. „ბარსა“ აქამდე გრიზმანის გაცვლას საულ ნიგეზში ცდილობდა, მაგრამ გარიგება ჩაშლის პირასაა. ანტუანს ესპანურ კლუბში მაღალი ხელფასი აქვს და მისი გაშვებაც ამიტომ სურთ. დიბალას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი ერთ წელიწადში ეწურება.

მხარეები მის განახლებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა, ჯერ საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ. ტურინელები გრიზმანთან ბარტერს გამორიცხავენ, რადგან პაულოს შენარჩუნება სურთ და უახლოეს დღეებში არგენტინელის აგენტს ტურინში ელოდებიან, რათა კონტრაქტი გაახანგრძლივონ. მეორეს მხრივ, Mundo Deportivo-მაც უარყო ინფორმაცია და დაწერა, რომ ეს ბარტერი არ შედგება.

შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალა „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და 254 მატჩში 100 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ანტუან გრიზმანმა 2019 წლიდან „ბარსელონას“ მაისურით ჩატარებულ 99 თამაშში 35 გოლი გაიტანა.

0.118737