ფეხბურთი

12:53 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალის“ პრეზიდენტი ამ ზაფხულს ახალი ფეხბურთელების მატებას აღარ ელის

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, კლუბის დირექტორთა საბჭოს აცნობა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ახალი ფეხბურთელების მატებას აღარ ელის - გვამცნობს Radio MARCA.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს „სამეფო კლუბს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ბაიერნელი ავსტრიელი, დავიდ ალაბა შეუერთდა. იჯარა დაუმთავრდათ: გარეთ ბეილს, ტაკეფუსა კუბოს, მარტინ ედეგორს, ხესუმ ვალიეხოს, დანი სებალიოსს, ბრაიმ დიასსა და ლუკა იოვიჩს.

0.156148