აწდასრულებულმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა მრავალი ახალი გმირი და საინტერესო ადამიანი წარმოაჩინა, რომელთა შორის უდავოდ იყო შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი ემილ ფორბსბერგი. ამ ბიჭმასკანდინავიელთა კარგად თამაშში ლომის წილი დაიდო და ჩემპიონატზე ოთხი გოლის გატანა შეძლო.
რა გასაკვირია, რომ ამ წარმატების შემდეგ ბულვარული მედიის ყურადღების ცენტრში ემილის ცოლი, შანგა უსაინიც მოექცა. შანგა წარმოშობით ქუთია, რომელიც შვედეთში გაიზარდა და უახლოეს წარსულში ისიც ფეხბურთელი იყი. ფორბსბერგის ცოლი გერმანიაში საკლუბო დონეზე თამაშის პარალელურად შვედეთის ქალთა საფეხბურთო ნაკრებშიც კი გამოდიოდა.
შანგა უსაინი თურმე ხშირად ამბობს, რომ მის ქმარს საფეხბურთო პროგნოზების გაკეთება ნაკლებად გამოსდის და ამ საქმეში იგი ბევრად მაგარია. როგორც ეს გოგო იძახის, მან ევროპის ჩემპიონატის სტარტზევე იწინასწარმეტყველა იტალიის ფინალში გასვლა და ისიც კი გამოუცვნია, რომ საფრანგეთი წარუმატებლად ითამაშებდა.