ფეხბურთი

10:51 | 20.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი ვინისიუსის „მანჩესტერში“ გაყიდვის წინააღმდეგია

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ჭაბუკი შემტევის, ვინისიუს ჟუნიორის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაყიდვის წინააღმდეგია - გვამცნობს AS.

იტალიელ სპეციალისტს მიაჩნია, რომ მომავალ სეზონში ბრაზილიელი, შესაძლოა, გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდეს.

უკვე რამდენუმე კვირაა ესპანური მედია წერს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 21 წლის გარემარბის შეძენა სურს. „რეალი“ მასში 80,4 მილიონ ევროს ითხოვს. ინგლისური კლუბი მზად არ არის ასეთი თანხის გადასახდელად, ამიტომ უფრო სავარაუდო იჯარის ვარიანტია.

ვინისიუსი „რეალში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა „ფლამენგოდან.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111911