ფეხბურთი

23:19 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი რუსულ კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ზურიკო დავითაშვილი ტულის „არსენალთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და სავარაუდოდ, კარიერას რუსულ გუნდში გააგრძელებს. ინფორმაციას RB Sport-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ მაღალია, რადგან დავითაშვილი თავისუფალი აგენტია. მან ყაზანის „რუბინთან“ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გაწყვიტა.

დავითაშვილი „რუბინში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 28 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, მათ შორის, ერთი სწორედ „არსენალის“ წინააღმდეგ. 20 წლის ჩვენებური გასულ სეზონში „როტორში“ იყო განათხოვრებული, სადაც 20-ჯერ ითამაშა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.105091
სარეკლამო ადგილი - 99
X x X