ჩოგბურთი

22:38 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძისა და კალაშნიკოვას წყვილი პოლონეთის ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა

ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე პოლონეთის ქალაქ გდინიაში მიმდინარე ტურნირზე წარმატებით ასპარეზობს და ძირითად ბადეში მოხვდა.

კვალიფიკაციაში გორგოძემ ორი შეხვედრა მოიგო, მათ შორის, დღეს გადამწყვეტი დაპირისპირება რუსეთის სახელით მოასპარეზე ამინა ანშბასთან ორ სეტში იოლად 6:0, 6:2. ქართველი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში 20 ივლისს კიდევ ერთ რუსს, ანასტასია ზახაროვას დაუპირისპირდება.

გარდა ამისა, გორგოძე ოქსანა კალაშნიკოვასთან ერთად წყვილთა თანრიგშიც კარგად ასპარეზობს და მეოთხედფინალში გავიდნენ. ქართულმა დუეტმა ამინა ანშბასა და ჩეხი ანასტასია დეტიუცის დუეტს ორ სეტში 6:3, 7:6 აჯობა.

0.114654