უეფას შტაბ-ბინაში კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც "დინამო თბილისისა" და "დინამო ბათუმის" პოტენციური მეტოქეები გაირკვა.
ცხადია, მანამდე, ორივე ქართული გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და თუ ამ ეტაპს გადალახავს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვეს მესამე წრეში თამაშის უფლებას.
"დინამო თბილისი" თუ ჰაიფას "მაკაბის" ბარიერს დაძლევს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება: „ბუდუჩნოსტი“ (მონტენეგრო) / „ტორსჰავნი“ (ფარერები) შორის გამარჯვებული.
"დინამო ბათუმი" თუ ბორისოვის "ბატეს" ბარიერს დაძლევს, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდება: „პეტროკუბი“ (მოლდოვა) / „სივასპორი“ (თურქეთი) შორის გამარჯვებული.
ორივე ქართული გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში პირველ მატჩს შინ ჩაატარებს.
შეგახსენებთ, უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5 და 12 აგვისტოს გაიმართება. მანამდე, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" 22 და 29 ივლისს ჰაიფას "მაკაბის", ხოლო "დინამო ბათუმი" იმავე დღეებში ბორისოვის "ბატეს" დაუპირისპირდება.