ჩოგბურთი

15:16 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კალაშნიკოვა: "CAS-ს მივმართავ, რადგან ჩემს ქვეყანაში სამართალი ვერ ვიპოვე"

ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს, რადგან საკუთარ ქვეყანაში სამართალი ვერ იპოვა და ვერ გაარკვია, რის გამო ვერ მიდის ოლიმპიურ თამაშებზე.

„გადავწყვიტე ვცადო და მივმართო სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) ვინაიდან საკუთარ ქვეყანაში სამართალი ვერ ვპოულობ. არ ვიცი რა იქნება შედეგი, რადგან ჯერჯერობით არავის სურს პასუხისმგებლობის აღება საკუთარ არაპროფესიონალიზმზე და უპასუხისმგებლო შეცდომაზე“, - დაწერა ოქსანამ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ოქსანა კალაშნიკოვას განცხადებით, მან ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, მაგრამ განაცხადის გაგზავნა საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს დაავიწყდა. თავის მხრივ, სეოკ-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ შესაბამისი წერილი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისგან არ მიუღიათ და მათი ბრალი არაფერია.

0.115508