ფეხბურთი

14:37 | 19.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდები დაწყვილდნენ

უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, რის შედეგადაც ყველა ის წყვილი (პოტენციური წყვილი) ცნობილია, რომლებიც პლეი-ოფის საგზურისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ჩემპიონთა გზა

„დინამო ზაგრები“ (ხორვატია) / „ომონია“ (კვიპროსი) – „ლეგია“ (პოლონეთი) / „ფლორა“ (ესტონეთი)

„ლინკოლნი“ (გიბრალტარი) / „კლუჟი“ (რუმინეთი) – „სლოვანი“ (სლოვაკეთი) / „იანგ ბოიზი“ (შვეიცარია)

„ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) / „ნეფჩთი“ (აზერბაიჯანი) – „მურა“ (სლოვენია) / „ლუდოგორეცი“ (ბულგარეთი)

„კაირატი“ (ყაზახეთი) / „ცრვენა ზვეზდა“ (აზერბაიჯანი) – „ალაშკერტი“ (სომხეთი) / „შერიფი“ (მოლდოვა)

„რეინჯერსი“ (შოტლანდია) – „მალმო“ (შვედეთი) / „ჰიკ“ (ფინეთი)

„სლავია“ (ჩეხეთი) – „ფერენცვაროში“ (უნგრეთი) / „ჟალგირისი“ (ლიეტუვა)

ლიგის გზა

„გენკი“ (ბელგია) – „შახტარი“ (უკრაინა)

„მონაკო“ (საფრანგეთი) – „რაპიდი“ (ავსტრია) / „სპარტა“ (ჩეხეთი)

„სპარტაკი“ (რუსეთი) – „ბენფიკა“ (პორტუგალია)

პსვ (ნიდერლანდები) / „გალათასარაი“ (თურქეთი) - „სელტიკი“ (შოტლანდია) / „მიტდიულანდი“ (დანია)

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 3/4 და 10 აგვისტოს გაიმართება და გამარჯვებული გუნდები პლეი-ოფში გავლენ, ხოლო დამარცხებულები ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებენ. პლეი-ოფის რაუნდის წილისყრა 2 აგვისტოსაა ჩანიშნული, თუმცა მანამდე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები ჩატარდება 20/21 და 27/28 ივლისს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138088