რუსმა მსაჯმა ანასტასია პუსტოვოიტოვამ „რუბინი“ – „ხიმკის“ მატჩი იმსაჯა და ხვიჩა კვარაცხელიასთან დიალოგის დეტალები რუსულ მედიასთან გააჟღერა.
როგორც მან თქვა, ხვიჩამ ჰკითხა, შემთხვევით ქართველი ხომ არ იყო:
„დიახ, სასაცილო ამბავი იყო. თამაშის შემდეგ მადლობა გადამიხადა და მკითხა: "შემთხვევით, ქართველი ხარ?" ვუთხარი, რომ სულით განსხვავებული ადამიანი ვარ, მან კი მიპასუხა: „უბრალოდ ძალიან ჰგავხარ ქართველს“, რაზეც ვუპასუხე: მადლობა, ჩავთვლი, რომ ეს კომპლიმენტია“, - თქვა პუსტოვოიტოვამ.
აქვე გეტყვით, რომ „რუბინისა“ და „ხიმკის“ აღნიშნული მატჩი ყაზანელებმა ბოლო წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი ეფექტური გოლით 1:0 მოიგეს.