ავტოსპორტი

19:18 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ავარია დიდი ბრიტანეთის გრან პრიზე ჰემილტონსა და ვერსტაპენს შორის (+VIDEO)

დიდი ბრიტანეთის გრან პრი ავარიით დაიწყო. პირველივე წრეზე ლუის ჰემილტონი მაქს ვერსტაპენის გასწრებას ცდილობდა, როდესაც მისი ბოლიდი ნიდერლანდელისას შეეხო.

ეს კონტაქტი საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ვერსტაპენი ტრასიდან გადასულიყო და დამცავ ბარიერებს დიდი სიჩქარით დაეჯახა. რბოლა ცოტა ხნით შეწყდა, ვერსტაპენი საავადმყოფოში გამოკვლევებზე გადაიყვანეს, ხოლო ჰემილტონმა რბოლა გააგრძელა.

ამ დროისთვის სილვერსტოუნზე რბოლა შეუფერხებლად მიმდინარეობს. მაქს ვერსტაპენი თავს კარგად გრძნობს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

0.433734