„პარი სენ ჟერმენის“ ახალწვეული ჯანლუიჯი დონარუმა არიგო საკიმ გააკრიტიკა. როგორც ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, დონარუმას „მილანის“ მიმართ უფრო მეტი მადლიერება უნდა გამოეჩინა.
“მილანმა“ დონარუმა დაკარგა და ვწუხვარ, განსაკუთრებით ფეხბურთელის გამო. ჯიჯო „მილანმა“ გაზარდა, დიდ ფეხბურთელად აქცია და მას მეტი მადლიერება უნდა გამოეჩინა. ვინც ფულს მისდევს, ყოველთვის ბედნიერი ვერ ხდება“, - თქვა საკიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა „პარი სენ ჟერმენს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მან „მილანის“ მაისურით 251 თამაში ჩაატარა, მაგრამ გუნდს ახალ კონტრაქტზე ვერ შეუთანხმდა და კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სიმპატიური გუნდია და სულშერის ხელში ლამაზად თამაშობენ ზაფხულში მცველებსაც იყიდიანდა ჩემპიონობის შანსი ექნებათ.
ბრავო!
განახევრებული შემადგენლობითაც თუ მოიგებდნენ ნაღდად არ მეგონა.
კარგი იქნება მეოთხეზე თუ გავლენ.
იქით ევროპა ლიგაზე დახოცონ ერთმანეთი ლონდონელებმა, ლიგის საგზურისთვის : )