ფეხბურთი

16:43 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "ლიონელ მესი ოქროს ბურთის მოგების ნომერ პირველი კანდიდატია"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. ჰოლანდიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი ოქროს ბურთის მოგების ნომერ პირევლი კანდიდატია.

"მესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიგურაა. ის დანარჩენი მოთამაშეებისთვის კაპიტანი და მისაბაძი მაგალითია. გასულ სეზონში მისი შედეგი მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ლეოს ირგვლივ დატრიალებული მოვლენები 2021 წლის დასაწყისიდან სულაც არ იყო სასიამოვნო. ამ ყველაფრის მიუხედავად კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე.

ახლა არგენტინასთან ერთად ნანატრი კოპა ამერიკა მოიგო. ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რადგან სანაკრებო ტიტული ამ დრომდე არ ჰქონდა, ახლა კი უკვე წარმატებას ნაკრებთან ერთადაც მიაღწია.

ამ დროისთვის ის არის ოქროს ბურთის ნომერ პირველი კანდიდატი. შესანიშნავი სეზონი საკლუბო დონეზე, ჩვენი საბოლოო შედეგების მიუხედავად, რასაც მოჰყვა გამარჯვება კოპა ამერიკაზე", - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონაში“ ფინანსური კრიზისია, რის გამოც კატალონიური კლუბი იძულებულია რამდენიმე ფეხბურთელს შეელიოს. რაც შეეხება მესის, ლეომ გასულ სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 47 შეხვედრა ჩაატარა და 38 გოლის გატანა მოახერხა. "ბლაუგრანამ" ლა ლიგაში მე-3 პოზიცია დაიკავა, ცოტა ხნის წინ კი არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა მოიგო, სადაც ლეომ და მისმა თანაგუნდელებმა ფინალში ბრაზილიის ნაკრებს მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლიეს.

0.110792