ფეხბურთი

16:15 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" ბალო-ტურე დაიმატა

იტალიურმა „მილანმა“ ფრანგული „მონაკოდან" მარცხენა მცველი ფოდე ბალო-ტურე დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ბალო-ტურემ „როსონერისთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტრანსფერი ლომბარდიელებს 4 მილიონ ევროზე ოდნავ მეტი დაუჯდათ.

24 წლის ფოდე ბალო-ტურე „მონაკოში“ 2019 წელს „ლილიდან“ გადავიდა და მას შემდეგ მონეგასკთა მაისურით 74 თამაში ჩაატარა.

0.112959