მარიამ ბოლქვაძემ ნურ სულთანის ტურნირის მოგების შემდგომ პირველი კომენტარი გააკეთა. ქართველმა ჩოგბურთელმა ტურნირის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და თავის მეხუთე ტიტულის მოგებით ბედნიერია.
”მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეტოქეს შესანიშნავი თამაშისთვის. ტურნირის ორგანიზატორებმა საოცარი საქმე გააკეთეს. ყველაფერი უმაღლეს დონეზე ჩატარდა ამინდის უცნაურობის მიუხედავად. ეს ჩემი პირველი ტიტულია W60 სერიაში და ახლა ყაზახეთის დედაქალაქი სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში. აქ დიდი სიხარულით ჩამოვალ. Үлкен рахмет! (ძალიან დიდი მადლობა ყაზახურ ენაზე) " - თქვა ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანის ტურნირის ფინალში რუსი ვალერია სავინიხი სამ სეტში 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა.