ფეხბურთი

13:44 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "ლოკომოტივმა" გეგა დიასამიძე დაიმატა

თბილისის „ლოკომოტივმა“ ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა და გეგა დიასამიძე დაიმატა. ქართული კლუბის ვებგვერდის ცნობით, 29 წლის ნახევარმცველთან კონტრაქტი 2022 წლის ბოლომდე გაფორმდა.

დიასამიძე ბოლოს ბელარუსში, სოლიგარსკის „შახტიორის“ ღირსებას იცავდა, სადაც 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „საბურთალოს“ წევრი იყო.

ქართველ ფეხბურთელს „ლოკომოტივშიც“ უთამაშია, რომლის მაისურით 2014-2017 წლებში ირჯებოდა, ხოლო კარიერის განმავლობაში „სასკოს“, „დილას“ და დანიური „ორჰუსის“ წევრიც იყო.

0.132246