ავტოსპორტი

3:27 | 18.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა პირველი სპრინტ რბოლა მოიგო

ბრიტანეთის სილვერსტოუნმა, ფორმულა 1-ში პირველ სპრინტერულ საკვალიფიკაციო რბოლას უმასპინძლა, რომელიც მაქს ფერსტაპენის გამარჯვებით დასრულდა. 17-წრიან რბოლაში, მან სულ 1.430 წამით აჯობა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს და ჩემპიონატში მასთან უპირატესობა, 33 ქულამდე გაზარდა.

„ჩვენ კარგი სტარტი გვქონდა და პირველ წრეზე, ლუისთან ბრძოლაც მოგვიწია. შემდეგ კი, რბოლის ჩვენს რიტმში გაგრძელება ვცადეთ. რა თქმა უნდა, ამ სამი ქულით კმაყოფილი ვარ. კარგია, როცა იცი, რომ პოულთან ერთად, სამ ქულასაც აგროვებ. ხვალ კარგი ბრძოლა გველის“, - განაცხადა ფერსტაპენმა, ვისთვისაც ეს ზედიზედ მეოთხე, სეზონში კი მეექვსე პოულ პოზიციაა.

ფერსტაპენმა სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, მაგრამ ჰამილტონს, ვინც სპრინტი პოულიდან დაიწყო, სტარტზევე გაასწრო და პირველივე მოსახვევში პირველი შევიდა. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელის „რედ ბულის“ წინა მუხრუჭებს, სტარტამდე ცეცხლი ეკიდა. მაგრამ ამას მისი რბოლა არ გაუფუჭებია.

სამაგიეროდ, არ გაუმართლა მის მექსიკელ თანაგუნდელ სერხიო პერესს, ვინც პირველივეწრეზე დატრიალდა. პერესმა რბოლის გაგრძელება შეძლო, თუმცა გუნდმა გაჩერება ურჩია.

ბრიტანეთის დიდი პრიზი

სპრინტი (17 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 25:38.426
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.430
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 7.502
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 11.278
  5. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 24.111
  6. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 30.959
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 43.527
  8. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 44.439
  9. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 46.652
  10. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 47.395
  11. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 47.798
  12. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 48.763
  13. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 50.677
  14. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 52.179
  15. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 53.225
  16. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 53.567
  17. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 55.162
  18. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1'08.213
  19. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 1'17.648
  20. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 16 წრე
0.149005