ქართველმა ჩოგბურთელმა ოქსანა კალაშნიკოვამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება მანაც მოიპოვა, მაგრამ განაცხადის გაგზავნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტიდან დაავიწყდათ, რის გამოც, ტოკიოში ვერ იასპარეზებს.
“მართლაც ძალიან სამწუხაროა იმის გაგება, რომ ტოკიოს ოლიმპიადის საგზური მოიპოვე, მაგრამ ვერ მიდიხარ, რადგან განაცხადი არ გაუგზავნიათ. ამ ტურნირზე მონაწილეობა ჩემი ოცნება იყო, ახლა მხოლოდ ტირილი მინდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში ოქსანამ.
ოქსანა კალაშნიკოვას ტოკიოს ოლიმპიადის საგზური წყვილთა თანრიგში ჰქონდა მოპოვებული. ის რეიტინგის 70-ე ნომერია. შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიურ თამაშებზე 11 სახეობაში 35 სპორტსმენი წარადგენს.