ფეხბურთი

22:52 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბონუჩიმ ინგლისელებს კიდევ ერთხელ გაჰკრა კბილი

იტალიის ნაკრებმა ერთი კვირის წინათ დაამარცხა ევრო 2020-ის ფინალში ინგლისის ეროვნული გუნდი და 53 წლის შემდეგ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიელთა მცველი, ლეონარდო ბონუჩი, ხუმრობით უყვიროდა ბრიტანელებს: „პასტა ჭამეთ, მეტი პასტა!“

ამ იტალიურ გამოთქმას ხშირად ხმარობენ სპორტში. ის ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს და გამოცდილება მიიღოს.

ახლა ბონუჩიმ ინსტაგრამში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც თანაგუნდელ ჯორჯო კიელინისთან ერთად პასტას მიირთმევს.

ფოტოს ასეთი წარწერა ახლავს: „ჩვენ ვაგრძელებთ პასტის დაგემოვნებას. თქვენ?“

0.124604