ფეხბურთი

20:26 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანავარო: „დონარუმა უახლოეს 10-15 წელიწადს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იქნება“

იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ამჟამად კი ჩინური „გუანჩჟოუ ევერგრანდის“ მთავარი მწვრთნელი, ფაბიო კანავარო, ჟურნალისტებს „სკუადრა აძურას“ მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ესაუბრა.

„ევრო 2020-მდე ვფიქრობდი, რომ დომარუმა საშუალო კლასის მეკარე იყო. მაგრამ ვცდებოდი. მასში საშუალო არაფერია. მაოცებს 22 წლის ბიჭის ასეთი თავდაჯერება. მჯერა, რომ უახლოეს 10-15 წელიწადს მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იქნება“ - ციტირებს კანავაროს სიტყვებს Tuttosport.

შეგახსენებთ, რომ დონარუმა ახლახანდამთავრებული ევრო 2020-ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

0.119158