ფეხბურთი

16:22 | 17.07.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეინ ბრიჯი: "მანჩინი მძულს, იტალიის გამარჯვება ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო"

ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მცველმა უეინ ბრიჯიმ რობერტო მანჩინის შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ იტალიელი მწვრთნელი სძულს და ძალიან დამწუხრებულია, რომ ევროპის ჩემპიონი იტალია გახდა.

„იტალიის გამარჯვება ძალიან მეწყინა, რადგან მანჩინი მზულს, ყველამ იცის, რომ ის არ მიყვარს. არ ვიტყოდი, რომ ყველაზე ცუდი მწვრთნელია, ვინც ოდესმე მყოლია, მაგრამ ტაქტიკურად არც ისე კარგია. თუმცა, რაც მან გააკეთა, შესანიშნავია. მე და ჩემი ოჯახი ბედნიერი ვიქნებოდით არა მხოლოდ ინგლისის გამარჯვების გამო, არამედ იმიტომაც, რომ მანჩინი წააგებდა. ასე რომ, წაგება კიდევ უფრო უარესი იყო ჩემთვის. მან „მანჩესტერ სიტიში“ პრემიერლიგა მოიგო და გულშემატკივრებს უყვართ, მაგრამ თუ გადავხედავთ იმ გუნდის შემადგენლობას და ფეხბურთელებს, რომელიც მას ჰყავდა, ეს გამარჯვება ფეხბურთელების დამსახურებაა და არა იმის, რომ მანჩინი კარგი მწვრთნელია”, - თქვა ბრიჯმა.

შეგახსენებთ, რობერტო მანჩინი უეინ ბრიჯის მწვრთნელი „მანჩესტერ სიტიში“ 2011-2013 წლებში იყო. ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრებმა ინგლისი პენალტების სერიაში (1:1, 3:2) დაამარცხა და ისტორიაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

0.112683